22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 10:26:06, 601 ნახვა

საზოგადოება
“თიბისი გალერეა” კონსტანტინე მინდაძის პეროსნალურ გამოფენას მასპინძლობს

“თიბისი გალერეა” მულტიმედია არტისტის, კონსტანტინე მინდაძის პროექტს, „სიცოცხლის ფორმები -დევიაცია" (მეორე ნაწილი) მასპინძლობს.

ექსპოზიცია „სიცოცხლის ფორმები - წონასწორობების" გაგრძელებას წარმოადგენს და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენის იდეა არტისტს თავისთავად, დაუგეგმავად გაუჩნდა, მას შემდეგ რაც  ბავშვობის მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გამოფენა  ტრაგიკულ შემთხვევაზე არა არის, ის სუიციდის, როგორც „ამოუხსნელი  ფაქტის"  ახსნის მცდელობას წარმოადგენს.

არტ-ობიექტების შექმნისას არტისტის ინსპირაციის წყარო ალბერ კამიუს, ფრანც კაფკას, ონორე დე ბალზაკის, თეოდორ დოსტოევსკის,  დევიდ ჰიუმის, კარლ იასპერსის  და შორენ კირკერგარდის შემოქმედება გახდა.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმსაც იხილავს, სადაც კონსტანტინე  მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან ამონარიდები იყო ნაჩვენები.

კონსტანტინე  მინდაძე მულტიდისციპლინარული ვიზუალ-არტისტია,  რომელიც  ცნობილი ჰოლანდიური არტ -საზოგადოების „Arti et Amicitiae"   წევრია.  იგი არაერთი  საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია, როგორც საქართველოში, ისე  ევროპასა და აშშ-ში.  კონსტანტინე  მინდაძის  ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. ბოლო წლების განმავლობაში ავტორის ინსტალაციები  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

„სიცოცხლის ფორმები -დევიაცია" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 9 აპრილამდე ელოდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics