15:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 12:41:12, 490 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი ასწლოვანი ხის გადატანაზე: ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა

გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ციხისძირიდან ასწლოვანი ხის  გურიაში გადარგვის საკითხის გადაწყვეტა   მისი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა.

როგორც აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ასწლოვანი  ხის  გადატანასთან დაკავშირებულ პროცესებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე,  ისე აკვირდებოდა.

„ადრეც მითქვამს და მინდა, გავიმეორო, რომ ეს საკითხი არც დასაწყისში, არ მისი განხორციელების პროცესში, არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას. ჩვენი სამინისტროს, კერძოდ, გნებავთ  დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გნებავთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ან ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი  ქვეუწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა.

შესაბამისად, მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორც თქვენ. როგორც ნებისმიერი მოქალაქე,  მე დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა ზოგადად თეორიულად პრაქრტიკულად,  მსგავსი ტიპის გადაადგილება მცენარის და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics