|
2016-03-22 18:40:54, 440 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველო-ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებების დროს, სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ ფორმატად შეფასდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის სხდომებზე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით, კომისიის თანათავმჯდომარებად ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით არსებულ პოტენციალს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ და შეთანხმებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, გაფორმდა შეთანხმება, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, საქართველო-ბელარუსის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)