11:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 18:12:55, 462 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში „Chatham House“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ორდღიან ფორუმს „უსაფრთხოება და თავდაცვა ევროპაში“ სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან.

ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ანალიტიკურ ცენტრში „Gatehouse” მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრასაც დაესწრო, სადაც თანამედროვე გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრაც. თინათინ ხიდაშელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტიციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე ენდრიუ ვიტფილდი უმასპინძლებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სამხედრო ინდუსტრიის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics