|
2025-05-23 14:10:59, 771 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე - რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი
„ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, ძალიან გასაკვირი ფაქტი მოხდა, არჩეული მაჟორიტარები პარლამენტში დაგვტოვეს, ვითომ ჩვენთვის „ვარდების რევოლუცია“ არ მომხდარა და სიით ვინც გავიდა, იმათ თავიდან მოუწყვეს არჩევნები, შესაბამისად, ეს უკვე იმაზე მიანიშნებდა, რომ მაჟორიტარებში უკვე გაიდგეს ფესვები, ყველა მეტ-ნაკლებად შეშინებული იყო, იმიტომ, რომ როგორც ცუნამი ისე მოხდა ეს „ვარდების რევოლუცია“ და სიითაც ყველაფერი მათ აიღეს, თუ არ ვცდები საკონსტიტუციო რაოდენობა ხმები ჰქონდათ იმ დროს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლი შეიქმნა, იყო მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, იმისთვის, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ამუშავებდნენ. „დაიწყეს არანორმალურად ბევრი დაჭერა, ხალხის ჩაგვრა, სასტიკად გასწორება, პირადი თუ ხელისუფლების მტრების. ჩემთან მოდიოდა ალბათ ათასობით, ათი ათასობით თუ არა, ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც თავის ისტორიას ჰყვებოდა და ეს იყო დაუმთავრებელი. პირდაპირ, თვითონ იძახდა, რომ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა და არავის არაფერი არ ეპატიება. „არავის არაფერი არ ეპატიება“ - პირდაპირ გადაიზარდა პირველ რიგში მთელი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვაში, ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი, აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ. აი, გეტყვით, რომ 100 ათასი კაცი რომ მოსულიყო მაშინ მიტინგზე, 100 ათასივე გმირი იყო და 100 ათას სურათს გადაიღებდნენ, რომ სცოდნოდათ ვინ დადიოდა, როგორ მოეშორებინათ სამსახურიდან, როგორ დაეჩაგრათ მათი შვილი, როგორ დაეტოვებინათ უფულოდ, რომ ის მეორედ მიტინგზე არ გამოსულიყო და თუ მეორეჯერ მოდიოდა, ან იტაცებდნენ ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ფული ჰქონდა და ძალიან სცემდნენ, ფულს ართმევდნენ და ტყეში აგდებდნენ, სასაკლაოზე, ასეთი ადამიანებიც არსებობდნენ და არსებობს დღესაც, ვახო ლაღიძე, გოგა ლომიძე, დათო უჯმაჯურიძე. დათო უკვე გარდაცვლილია, ცოცხალი აღარ არის. ყველა ოჯახმა იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, მათ უყურებენ, მათ უთვალთვალებენ, მათ უსმენენ და მათ ატერორებენ ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)