00:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 15:15:05, 1034 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მზია ამაღლობელს 50 წელი ციხის კედლებში უსრულდება. მინდა მას მხნეობა, ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვო - ის, რაც რეჟიმმა მას უსამართლოდ აღუკვეთა.

დღეს “ბათუმელების” რედაქციაში ვიყავი, მზიას კოლეგებისთვის ჩემი თანადგომის გამოსახატად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები.

თავისუფლება მზიას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, - წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics