00:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 18:34:28, 887 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია

ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს იდეისა და გადაწყვეტილებების გარშემო გაერთიანება სჭირდება.

„ქვეყანას იდეის გარშემო გაერთიანება და გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანება სჭირდება. ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს. რატომ ევროპა? რადგან ალტერნატივა რუსეთი, ირანი და ჩინეთია. მინდა ასევე პოლიტპატიმრებს შევეხმიანო და მხნეობა ვუსურვო მათ, გამძლეობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი თავისუფლების გამო იხდიან.

დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება, გაერთიანება და ჩვენ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, მარჯანიშვილის მოედანზე, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები, წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით. ისინი ევროპის მოედნამდე მსვლელობით გადაინაცვლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics