|
2025-05-03 15:32:28, 1012 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი გვრიტიშვილი - სანქციები უსაფუძვლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია. „რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გარკვეული წრეებისგან, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში. იქ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან სასამართლოს გადაწყვეტილება. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს ეს, მაგრამ აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)