08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:26:13, 577 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის წამყვანმა უნივერსიტეტმა ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა

თურქეთის ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო უნივერსიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორს  და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს შეხვდა. მოგვიანებით კი,  მინისტრის პირველმა მოადგილემ უნივერისტეტის პროფესორების და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

მათივე  ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე,  ასევე საქართველოში კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მისი მოგვარების სამშვიდობო გზებზე ისაუბრა.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორმა სიგელი გადასაცა, სადაც აღნიშნულია, რომ   სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის სახელობის სტიპენდია დაწესდება მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის.

"მეამაყება და ბედნიერი ვარ, სტამბოლში ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მასპინძლობით. გულთბილი დახვედრის შემდე, გამორჩეული და საპატიო საჩუქრის მიღება მხვდა წილად. ჩემს სახელზე, მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით სტიპენდია დაწესდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics