08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 11:15:05, 756 ნახვა

საზოგადოება
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

ენერგოომბუდსმენ, სალომე ვარდიაშვილის ინიციატივით მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე უკვე მეორე წელია აღინიშნება საქართველოშიც.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ენერგო ომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს,  ამ მიზნით, 14 მარტიდან გახსნილია მომხმარებელთა უფლებების კვირეული და საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გეგმავს არაერთ აქტივობას.

მათივე იონფორმაციით, აქცია ,,გაქვს უფლება" სიმბოლურად დღეს, 15 მარტს დაიწყება. აქციის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო პლაკატების გაკვრა ენერგოკომპანიების ყველა სერვის ცენტრში ქვეყნის მასშტაბით.

აქციის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს მინიმალური ინფორმაცია მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციის შესახებ და შეატყობინოს, რომ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ კომპანიის ქმედება, სამართლებრივი კონსულტაციის გარეშე არ დათანხმდნენ არცერთ შეთავაზებას და ნებისმიერი შეკითხვით მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს.

15 მარტს აქციაში მონაწილეობას პირადად მიიღებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. საინფორმაციო პლაკატები ოთხ მსხვილ კომპანიაში შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში", სს ,,თელასში", შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში" გაიკვრება.

აქცია დაიწყება სამ რეგიონშიც და მისი განხორციელება ენერგოომბუდსმენის რეგიონული თანაშემწეების დახმარებით ქუთაისში, ბათუმსა და თელავში აიღებს სტარტს.

ცნობისთვის, მისი ისტორია 1962 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და პრეზიდენტ ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.  1983 წლიდან კი ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics