08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 11:11:05, 536 ნახვა

საზოგადოება
საჯარო ბიბილიოთეკების განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საჯარო ბიბილიოთეკების განვითარების მეორე ეტაპზე მუშაობა დაიწყო. 

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლში, პროექტის სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის - ფაზა II" გახსნის ღონისძიება მოეწყო. შეხვედრაზე პროექტის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

საჯარო ბიბილიოთეკების განვითარება სერვისების განვითარების სააგენტოს პარტნიორების IREX-ის Beyond Access პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი  2016 წლის იანვარში  და  2017 წლის აპრილში დასრულდება.

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია  ოთხ ბიბლიოთეკაში დაინერგება, კერძოდ -  ბაკურიანში, ფასანაურში, ვალესა და ფოკაში. მოხდება აღნიშნული ბიბლიოთეკების სრული რეაბილიტაცია, ინტერნეტით, ლიტერატურით, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა.

ამავე პროექტის გარგლებში, ათ  ბიბლიოთეკაში (ხიხაძირი, შუახევი, ნიგვზიანი, ლანჩხუთი, საყულია, ფარცხანაყანები, ძეგვი, ქსანი, ახმეტა, წალკა) პორტალ www.my.gov.ge -ს ონლაინ სერვისები დაინერგება. ამისთვის, ბიბლიოთეკებს  კომპიუტერები და ID ბარათის წამკითხველები გადაეცემათ.

აღსანიშნავია ის, რომ „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის პირველი ფაზის ფარგლებში ოთხი ბიბლიოთეკის განვითარება მოხდა. ძველი ბიბლიოთეკები სრულად განახლდა და ახალი, თანამედროვე ტიპის ელექტრონული ბიბლიოთეკები შეიქმნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა რიცხვი.  თუკი ადრე ბიბლიოთეკებში თვეში  20–30 ადამიანი დადიოდა, ამჯამად მათი რიცხვი 500–600-მდე გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics