08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 10:01:39, 371 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ეფკან ალას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

გიორგი მღებრიშვილი 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ქმედებებს, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მჯერა, თურქეთის მთავრობა ძალას არ დაიშურებს, რათა აღმოფხვრას ყოველგვარი ტერორისტული აქტივობა თურქეთის ტერიტორიაზე.

მწუხარების ჟამს, სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს. თურქ ხალხს გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics