19:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 21:09:21, 803 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ჩხეიძის სახელოსნო ლიკვიდირებულია

"თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი" იხურება. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი დათა თავაძე ავრცელებს.

"ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო!

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სპეციალურად სახელოსნოს დასახურად, სასწრაფო წესით შეიყვანა გამგეობაში სამი ახალი წევრი: რეჟისორი ანდრო ენუქიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილი.

იმავე კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გია ცქიტიშვილი, რომელმაც მოგვიანებით ყველანაირი განმარტების გარეშე, გვამცნო სახელოსნოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.

რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას "თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის" ("თემურ ჩხეიძის სახელოსნოს") დახურვის შესახებ."- წერს დათა თავაძე და მიმართვას თემურ ჩხეიძის სიტყვებით ასრულებს.

"არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია, არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან!" - თემურ ჩხეიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics