|
2025-04-11 19:30:38, 753 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო
ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზებაიჯანელი, ისე თურქი მეგობრების მხრიდან, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო. „დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა - მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)