|
2025-04-11 13:58:44, 619 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით
საკმაოდ გაუგებარია [გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული] სანქციების მიზნობრიობა - კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პოლიტიკურ მიზანში“, წილოსანი პასუხობს, რომ „კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“. წილოსანი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნული სანქციები. „სამწუხაროდ, სანქციები ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მცირედ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული [სანქციები] მიმართული. გენერალურმა პროკურორმა, პირობითად, უნდა გამოიძიოს, მათ შორის, „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში კითხვას ვსვამთ - რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ ითხოვს პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან,“ - განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)