|
2025-04-08 11:58:01, 632 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ „საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება“. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ ივანიშვილი განაგებდეს. „ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება. არანაირი თანხები არ იმოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური და არც ქართული. მას აქვს არათუ სურვილი, არამედ მიზანი, რომ ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, არამედ ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის გავლენით წყდებოდეს“,-განაცხადა ფავლენიშვილმა. მისი შეფასებით, ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს იღებს. „ყველა ამ ცვლილების მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყარო ქვეყანაში და აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლდებოდეს ივანიშვილის მიერ“,-განაცხადა ფავლენიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ დიქტატურის დამყარებას ცდილობს. „როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ეროვნული წინააღმდეგობა. „ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს. ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და უფრო შემზღუდავი ხდება თავისი ე.წ. კანონებით. მიზანი არის იგივე, რაც პუტინის რუსეთში იყო- კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)