03:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 15:08:12, 789 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - იმედი მაქვს, ჯაფარიძე-ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ

იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალის წარდგენის შემდეგ კითხვას, თუ რას ელოდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე.

ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

„არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ, მათთვის უცხოა ეს წესი და სწრაფი წესით წამიყენეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics