07:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 15:36:30, 668 ნახვა

საზოგადოება
დღეს 18:00 საათზე სამების ტაძარში შენდობის წესი შესრულდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს  შენდობის დღე მიულოცა. 

როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს, 18:00 საათზე,  სამების საკათედრო ტაძარში შენდობის  წესი შესრულდება, ხოლო, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, სვეტიცხოვლის ტაძარში, 18:00 საათზე, ანდრია კრიტელის კანონი შესრულდება.

დღესვე  ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, დღეს  შენდობის დღეა, დღე,  როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი გაახელს თუ არა თვალს,  უფალს სთხოვს შენდობას, ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს, მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას. 
ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს დედა ეკლესია გვასენებს, თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი.მარადიული ნეტარება,სამოთხე.ცოდვა, რომელმაც ადამიანი ღვთის წინააღმდეგ განაწყო არის ამპარტავნება.რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics