17:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 17:17:18, 576 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

"დღევანდელო სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არაერთმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მინიმუმ ორჯერ გაიარა „ბეწვის ხიდზე“ და აიცილა 2004 წლის აგვისტოში და შემდეგ 2006 წელს საომარი მოქმედებები, ანუ [აიცილა] აგვისტოს ომი 2 და 4 წლით ადრე.

ჩვენთან იქნებიან ხვალ გამოკითხვაზე ახსნა-განმარტებისთვის ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ბატონი ზაზა გოგავა, ბატონი [მამუკა] ყურაშვილი და ასევე, ბატონი [შალვა] ჯანაშვილი, რომელიც ომის დროს გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics