|
2025-03-14 14:04:42, 517 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა- აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება, ურთიერთობის გადატვირთვის გზა მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია
ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და რომ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. „აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, ორივე პალატაში, ორივე პარტიაში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის მიმართ არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სანქციების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ურთიერთობის გადატვირთვის აშშ-სთან გზა მხოლოდ ეს არის“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)