04:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 18:52:47, 602 ნახვა

საზოგადოება
ლადო პაპავა სტუდენტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრა სცადა, თუმცა მის გამოჩენას სტუდენტების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

ის სტუდენტებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

რაც შეეხება სენატის სხდომის გადადებას, რომელზეც სენატის წევრებმა კანცლერი უნდა აირჩიონ, ლადო პაპავა ამბობს, რომ სხდომის გადადების კომპეტენცია არ აქვს.

„სენატის სხდომის გადადების უფლება აქვს თვითონ სენატს. რექტორს ამის გადადების მექანიზმი არ აქვს, მთავარია ჩვენ არ ამოვვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და რასაც განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია სენატის სხდომის ჩატარება. ჩემთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტი ასრულებდეს უმთავრეს ფუნქციას, სასწავლო სამეცნიერო ფუნქციას და ნებისმიერი ექსცესი, რაც ახლა ხდება უნივერსიტეტისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე,“  - განაცხადა ლადო პაპავამ. 

ლადო პაპავა დაცვის წევრებმა საკუთარ კაბინეტში დააბრუნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics