05:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 18:00:52, 396 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის შესახებ გოგი თოფაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა ემიჯნება

თურქეთი საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, - ასე გამოეხმაურა საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე  ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“  თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებას. 

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თურქეთთან ურთიერთობები გააღრმავოს.

„ეს არის არაკორექტული განცხადება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მისამართით. მინდა, აღვუთქვა ჩვენს თურქ პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ამ აზრს არ იზიარებენ საპარლამენტო უკრალესობა და და საქართველოს მთავრობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, -განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ „ მთელი საუბარი იმაზე ააგეს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკება  როგორ შეიძლებაო. თუ საკითხს ასე ვუდგებით,  მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?!“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics