|
2016-03-08 12:38:14, 529 ნახვა
პოლიტიკა
გადაბაძე: მაკა ასათიანი არ აპირებს, რომ „მაესტროს“ შენობა გაჩეჩილაძეს და მის შპს-ს იჯარით გადასცეს
ვიცი მაკას პოზიცია, კოტეს პოზიციაც. ისინი არ აპირებენ, რომ იჯარით გადასცენ შენობა ლევან გაჩეჩილაძეს და მის შპს-ს, - ამის შესახებ განცხადება "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ, ლევან გაჩეჩილაძის მიერ მაკა ასათიანისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ლევან გაჩეჩილაძემ მაკა ასათიანს შენობის იჯარის კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. „ჩვენ ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წამომავლობა. არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება, არც გუშინ და არც მანამდე. მე არ მიმიღია მისგან კონკრეტული წინადადება, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც როგორი მომხიბვლელი წინადადებაც არ უნდა მიივღო მისგან, სამწუხაროდ ვერ დავთანხმდებით“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)