22:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 15:04:08, 397 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის თქმით, TikTok-ის ყიდვას Microsoft განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ კომპანია Microsoft მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ის ყიდვას განიხილავს.

ჟურნალისტების კითხვას, Microsoft ჩართულია თუ არა TikTok-ის ყიდვის მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი". მან დაამატა, რომ TikTok-ის ყიდვით სხვებიც არიან დაინტერესებულები და აღნიშნა, რომ მას მოსწონს კონკურენცია, რადგან ასეთ პირობებში საუკეთესო შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი.

19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში ძალაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანება, რომელიც TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა.

20 იანვარს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება იყო TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადაწევა. 

კანონი ფართო მოქმედების სივრცეს ანიჭებს პრეზიდენტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს აკრძალვა. ინაუგურაციამდე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე პირობა დადო, რომ TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულებას დროებით გადაავადებდა და დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ამავე პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს". ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics