22:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 12:48:51, 438 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში სასწრაფოდ ჩაერიოს.

„ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება. 50 პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს იურისტებისგან, რომ მე-16 დღეა შიმშილობს. 16 - დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი დარტყმა არის. დღეს მე მივმართე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის გაეროს ნაწილი. საქართველო არის გაერო-ს წევრი, ყოველ წელს 200 ათას დოლარს იხდის სახელმწიფო, რომ გაერო-ს წევრი იყოს. ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ექიმი, ჰანს კლუგე, დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. ასევე, მას საშუალება აქვს, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაერო-ს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის ბრიტანეთში ფაქტები, როდესაც შიმშილობისგან ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება იმით, რომ ვითომ ინფორმაცია არ ვიცით და „მაგარი ბიჭების“ როლს თამაშობს ვიღაც, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს“,- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა, რაც შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics