|
2025-01-27 16:52:10, 615 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა გახანგრძლივებაზე. ამით გაგრძელდება მოსკოვისთვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლების ჩამორთმევა“, - წერს კალასი. მისი თქმით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც იწვევს. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. „ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)