|
2025-01-26 16:07:53, 823 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სიიარტო - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა. მის სიტყვებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო: ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, მათ უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიაყენეს უნგრეთს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია და ახლა ვფიქრობ, რომ სანქციებით მიყენებული ზიანის დონემ კრიტიკულ დონეს მიაღწია. მეტიც, ახალი ვითარებაა, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც ეძებს გამოსავალს რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ამ ძიების შედეგი არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას აქ, ევროპაში, სანქციების შესახებ სხვა გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა სიიარტომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)