14:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 12:05:56, 375 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა "ჰუსიტები" უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჰუსიტების“ ქმედებები ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამოქალაქო და სამხედრო პირების უსაფრთხოებას, უახლოესი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებასა და გლობალურ საზღვაო სავაჭრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, იემენელმა „ჰუსიტებმა“ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში მცურავ გემებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.

დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, იემენში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარების მიზნით „ჰუსიტებს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. წითელ ზღვაში განხორციელებული თავდასხმების გამო 2024 წლის იანვარში აშშ-მა „ჰუსიტები“ „სპეციალურად განსაზღვრული გლობალური ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics