07:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:32:27, 348 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის, პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა.

„შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა და თუ ვინმეს მოწმის სტატუსი აქვს, შეუძლებელია, ობიექტურად, მზია ამაღლობელმა ზემოქმედება იქონიოს მათზე...

მზიას ქმედება კი ვერ შეფასდება თავდასხმად. მიუხედავად ამისა, ბრალდების ეს ვერსიაც სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა“, - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა „წინასწარი პატიმრობის“ შესახებ საუბრის დროს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics