19:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 08:35:20, 387 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ ოილის რეზიდენციასთან პოლიციამ დაახლოებით 1000 ოფიცერი განათავსა.

იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს. იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებაში ედება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics