22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 11:05:28, 457 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ჰააგის სასამართლოს საწინააღმდეგო სანქციებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი არალეგიტიმური სასამართლოს საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ის ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოელის სანქცირებას აშშ-ის და მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის, დაკავების, ან დაპატიმრების გადაწყვეტილებისთვის ისეთ სასამართლოებში, რომელთა შემადგენლობაში ეს ქვეყნები არ არიან.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 243-მა წევრმა - 198-მა რესპუბლიკელმა და 45-მა დემოკრატმა. წინააღმდეგი იყო 140.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ამერიკა ამ კანონს იღებს, რადგან უკანონო სასამართლო შეერთებული შტატების დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას ცდილობს.

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ისევე, როგორც კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, სადაც კანონპროექტს კენჭს უახლოეს ხანში უყრიან და ხელმოსაწერად ინაუგურაციის შემდეგ გაუგზავნიან რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics