22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 09:36:52, 426 ნახვა

მსოფლიო
შოლცი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე

გამოცემა Der Spiegel-ის წყაროების ინფორმაციით, ამას ეწინააღმდეგება ფედერალური კანცლერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი.

გამოცემის თანახმად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იარაღის ახალი პარტიით უკრაინის დახმარების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ბოლო თვეებში რუსეთის შეტევის დაჩქარების გამო ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა გაუარესდა და ამასთან, გაურკვეველია განაგრძობს თუ არა აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ.

გარდა ამისა, შოლცი სწრაფად მოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics