|
2016-03-03 17:15:35, 638 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგებელმა უსინათლო დედებს დედის დღე მიულოცა
კრანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის შენობაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უსინათლო დედებს 3 მარტი კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, გამგებლის მოადგილემ, ლალი ბირკაძემ და გამგეობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. გამგეობის ინიციატივით, დღევანდელი დღე უსინათლოთა კავშირში კონცერტით აღინიშნა. მთისა და ქალაქური ფოლკლორი დებმა ნაყეურებმა, დებმა ზვიადაურებმა და მარიამ ელიეშვილმა წარმოადგინეს, ქაშუეთის მგალობლთა გუნდმა – „აღსავალი“ კი საგალობლები შეასრულეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლი – „კრწანისი“. საკუთარი ლექსები წაიკითხეს უსინათლოთა კავშირის წევრებმა – რევაზ ტატანაშვილმა, ცირა ვეფხვაძემ და ამირან ლოლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)