22:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 11:55:47, 429 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გააუქმა

ჯო ბაიდენმა კალიფორნიის ტყის ხანძრის გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ჯო ბაიდენი იტალიაში ვიზიტს 9-12 იანვარს გეგმავდა, სადაც რომის პაპს ფრანცისკეს, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის უნდა შეხვედროდა.

„დღეს საღამოს, ლოს ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა დაგეგმილი ვიზიტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამჟამად ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს.

ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics