22:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 11:05:00, 439 ნახვა

მსოფლიო
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა და ათობით სახლი გაანადგურა

ლოს-ანჯელესში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძარმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო. ხანძარმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 100,000-ზე მეტის ევაკუაცია მოხდა.

ხანძრის შედეგად განადგურდა მრავალი სახლი, მათ შორის ცნობილი ადამიანების – ბილი კრისტალის, ჯეიმს ვუდსის, მაილზ ტელერის და კამერონ მატისონის საცხოვრებელი სახლები. 

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ხელს უშლის ძლიერი ქარი, რის გამოც ოპერაციები რთულად მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული. ხელისუფლება და მაშველები მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში და გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics