00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 20:51:23, 362 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩემი მოლოდინია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ და ამასვე ითხოვენ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. აქედან გამომდინარე, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში არ გვაქვს პრინციპული განსხვავება,  შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ეფექტიანი დიპლომატიით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ, საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics