00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 20:11:03, 393 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ან კომპრომისული ვარიანტი - დიალოგი, ან მივალთ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით [ვიდეო]

29 დეკემბრიდან, თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის უცხოეულ პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა.

"29 დეკემბრიდან, თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი - ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება, რომ ქვეყანა უარეს კრიზისში არ ჩაეფლოს... თუ არა, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. 

თუ ძალიან მალე არ მივიღე მე პასუხი, მეორე ეტაპისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ. მზად ვარ და ვიქნები, რომ აქაც ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელს და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. ყოველდღე ვარ მათთან კავშირში და ძალიან კარგად ხედავ თუ რა ხდება და თუ რამდენად საჭიროა, რომ ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მედიატორი ყველანაირი შემდეგი ეტაპების",- განაცხადა ზურაბიშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics