07:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 12:34:00, 415 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - გადამწყვეტი დრო დგას, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება

გადამწყვეტი დრო დგას, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა.

„გადამწყვეტი დრო დგას, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას.

უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე.

ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“,- განაცხადა პრეზიდენტმა [სინქრონული თარგმანი].





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics