12:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 10:04:18, 439 ნახვა

პოლიტიკა
„ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ - საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ იმართება.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი დიპლომები მიიტანეს. 

„ჩვენ გვაქვს ბაკალავრის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ხარისხები. ჩვენ უფრო კარგი პრეზიდენტები ვიქნებოდით, ვიდრე ის. ის არის გაუნათლებელი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცოდნა, რომ იყო ქვეყნის მთავარსარდალი“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ აქციის მონაწილემ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics