12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 15:06:38, 351 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მედიას - არ მახსოვს, დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა, როდესაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს

ის ფაქტი, რაც ვიხილეთ ჩვენ ჟურნალისტებთან  მიმართებით, არის ძალიან ცუდი. არ შეიძლება ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს მოეწონოს ასეთი ქმედება. ისევე, როგორც არ არის მოსაწონი, რომ პოლიციელებს, რომლებიც  იცავენ წესრიგს და  არავის ხელს არ უშლიან, მათთან მიდის ადამიანების ჯგუფი და აყენებს შეურაცხყოფას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე ჰკითხეს. 

თბილისის მერის თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ მედიებსა და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც „თავიანთი დამოკიდებულებებით ძალადობას კი არ გმობენ, არამედ პირიქით, ყოველთვის  ახალისებენ“.

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ  იცით, ეს რისი ბრალია? თქვენისთანა ადამიანების,  ვისაც ერთხელ არ დაგიგმიათ ასეთი ძალადობა.  მე არ მახსოვს და გამიგია, რომ ერთხელ მაინც დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა. მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. იმის მაგივრად, რომ გავერთიანებულიყავით, ხელისუფლება და ოპოზიცია და ერთად დაგვეგმო, პირიქით, ახალისებდით და არ დაგიგმიათ არცერთხელ, ხელს უწყოდით ძალადობას. შემდეგ რა გააკეთეთ? იმის მაგივრად, რომ დაგეგმოთ, გქონდათ მცდელობა, გმირად შეგერაცხათ. პრეზიდენტი გამოვიდა და ასეთი ადამიანი შეიწყალა. პრეზიდენტმა ეს  გაამართლა იმით, რომ ახალგაზრდა კაცს ციხისთვის ხომ არ გავიმეტებდიო. მაშინ როცა უამრავი ახალგაზრდა იხდის სასჯელს გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის. მაშინ ადექი და ის ადამიანები შეიწყალე. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომ გმირად გამოგეყვანათ დამნაშავე.

როდესაც მდინარაძეს თავს დაესხა ელისაშვილი, ერთხელ არ დაგიგმიათ. დღეს როდესაც საუბრობთ ძალადობის დაგმობაზე, ეს არის ფარისევლობა. თქვენგან  განსხვავებით, მე ყოველთვის ვგმობდი, თქვენ კი ახალისებდით და ხელს უწყობდით ამ ყველაფერს",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics