07:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 09:41:47, 1101 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში იმუშავებს.

„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობითათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის. შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში“,- განაცახდა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 დეკემბერს სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. ასადმა დედაქალაქი დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სირიის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics