17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 14:00:49, 481 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებას „საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ“ კენჭი ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე ეყარა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მთავრობას ნდობა 84-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

ნდობის გამოცხადების შემდეგ, სასესიო დარბაზში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გასული დეპუტატები იმყოფებოდნენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს გაიხსნა. ამავე დღეს, საკანონმდებლო ორგანომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - არ აღიარებს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

26 ნოემბერს, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics