|
2016-02-29 13:18:26, 485 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი პეტრიაშვილის დაჭრაზე: სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. უსუფაშვილის თქმით, დამნაშვეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ დაცულები არიან: "კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ-საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და შემდეგ იქ ვსაზღვრავთ სასჯელს აქედან აქამდე, იქიდან აქამდე, რას ვითვალისწინებთ? ვითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ მოვალეობას თავს ძალიან სწრაფად გაართმევენ. კარგი ამბავი ისაა, რომ ბუკას ჯანმრთელობას, მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება.ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც უცებ ჩაივლის, იმიტომ, რომ ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)