20:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 14:00:00, 326 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებას წარვუდგენთ საპრეზიდენტო კანდიდატურას, რომელიც იქნება პატრიოტი და უცხო ქვეყნის ინტერესებს არ გაატარებს

მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, “ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების არსებობა მნიშვნელოვანია“.

“ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკურ ძალების არსებობას მივესალმებით. მე დღეს ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა, იმ გადმოსახედიდან, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მინდა მისი განვითარება, წინსვლა, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ქვეყნის მომავალ პრეზიდენტსა და მისი არჩევის კრიტერიუმებზე, კახა კალაძის თქმით, ის უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი და არ უნდა ატარებდეს უცხო ძალების ინტერესებს.

“ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატურას. პირველ რიგში, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან, არ უნდა ასრულებდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების დავალებებს. ის უნდა იცავდეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics