19:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 11:21:29, 424 ნახვა

მსოფლიო
ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა

თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გიულენთან დაკავშირებული ვებგვერდ Herkul-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Herkul-მა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, გიულენი 20 ოქტომბრის საღამოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა.

თურქი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმისშვილმა, ებუსემე გიულენმაც დაადასტურა.

ცნობისთვის, თურქი მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი 1941 წელს აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციის ერზრუმის სოფელში დაიბადა. 1959 წელს ის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ედირნეში მეჩეთის იმამად დაინიშნა.

2013 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა 2016 წელს ერდოღანმა გიულენის მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა, თავად გიულენს კი, გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი. 

თურქი მოღვაწე ბრალდებებს უარყოფდა, თურქეთი კი, მის ექსტრადაციას ამერიკის შეერთებულ შტატებს დაჟინებით სთხოვდა, თუმცა 1999 წლიდან აშშ-ში, ემიგრაციაში მყოფი გიულენი დღემდე პენსილვანიაში ცხოვრობდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics