16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:23:03, 550 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველები რუსთავის მერიისგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება რუსთავის მერიაში უშედეგოდ დასრულდა. რუსთავის მერი 10-მდე სოციალურად დაუცველს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამსახურს დაჰპირდა, თუმცა მოქალაქეები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

სოციალურად დაუცველები და დევნილები შეჭრილი შენობიდან მერიის ჩარევის შედეგად გამოასახლეს. ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში ისინი, რამდენიმე დღის წინ თვითნებურად შეიჭრნენ.

რუსთვის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით შენობაში წლის ბოლომდე სოციალური საცხოვრისი უნდა გაკეთდეს. შეხვედრა მერთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებამდე შელაპარაკება საკრებულოს დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის მოხდა.

„შევთავაზეთ სამსახურები, ინდივიდუალურად დაველაპარაკებით ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი იმუშაოს შევეცდებით, რომ დამატებითი სამუშაო მოვუძებნოთ. ფაქტი არის ის, რომ ის ფართი არის განკუთვნილი სოცსაცხოვრებლისთვის, ისიც ავუხსენით, რომ საცხოვრისზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დაიწყება და ასევე განვუმარტეთ, რომ შეიძლება მოხვდნენ, შეიძლება ვერ მოხვდენენ, ამას უკვე კომისია წყვეტს ქულებიდან გამომდინარე",- განაცხადა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მერის შეთავაზება სოციალურად დაუცველებისთვის მიუღებელია. ნაზი ლორია ამბობს, რომ ისინი მერიისგან არა სამსახურს, არამედ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics