21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 11:26:56, 396 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო - ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში" (დსთ) დაბრუნდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ყველა ვინც თანამეგობრობას არ დაშორებულა, ღირსეულ შედეგებს აჩვენებს.

"ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია. ყველა, ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან",- თქვა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics