00:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 14:21:25, 371 ნახვა

მსოფლიო
IDF - ბეირუთზე ავიაიერიშის შედეგად მოკლულია დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი

ბეირუთზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მოკლულია დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც ირანიდან იარაღის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჰუსიენი ირანული იარაღის ტრანსპორტირებისა და "ჰეზბოლას" ქვედანაყოფებში მისი დარიგების პროცესს მართავდა.

"ჰუსეინი ასევე პასუხისმგებელი იყო "ჰეზბოლას“ ბიუჯეტის შედგენაზე და კოორდინაციას უწევდა დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართული იყო ისრაელის, ლიბანისა და სირიის წინააღმდეგ",- განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF).

თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 450 მებრძოლი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა და 30 სხვა მაღალჩინოსანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics