|
2024-10-07 15:14:30, 310 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ
დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი - მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უკვირს იმ “პოლიტიკოსების თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ". "დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი - მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს. გულწრფელად მიკვირს იმ “პოლიტიკოსების” თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ. მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოგიყვებათ“, - წერს მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)