|
2024-10-04 17:47:01, 426 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, "საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა". "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე რატი ბურუდლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორისაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენა, სამართალდამცავის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება",- აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. როგორც კომიტეტში ამბობენ, "ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)